15.06.2012

ბიძინა ივანიშვილს სააპელაციო სასამართლომ ჯარიმის ოდენობა გაუნახევრა

 

სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ივანიშვილმა 126 მილიონი ლარის ნაცვლად 63 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. სასამართლომ იმსჯელა და ივანიშვილს   შემოწირულობის ათმაგი ოდენობის ნაცვლად ხუთმაგი ოდენობა განუსაზღვრა.

 

იმავე პრინციპით იხელმძღვანელა სასამართლომ მეორე პროცესზე და ივანიშვილს 22 მილიონი ლარის ნაცვლად 11 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამ საქმეზე სასამართლო განხილვა გუშინვე დასრულდა და დღეს მხოლოდ გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, პირველი, სატელიტური ანტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი კი დილიდან მიმდინარეობდა და მასზე გლობალ ტვ-ის ბიზნეს გეგმას განიხილავდნენ.

სასამართლომ მოისმინა ბიზნესგეგმის ანალიზი, რომელიც ექპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტებმა მოამზადეს. დასკვნის მიხედვით პროექტი წამგებიანი იყო. ამ დასკვნის მიხედვით კონტროლის პალატის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ანტენების დარიგების აქცია არაკომერციული იყო და მხოლოდ საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.

ადვოკატების თქმით, მათთვის ბევრი რამ ნათელი არ იყო, ამის გამო დასკვნის შემდგენელი ექსპერტების გიორგი ჩადუნელის და შოთა ივანაშვილის მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდნენ. ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათთვის ზოგიერთი ფინანსური ცნება და კატეგორია გაურკვეველი იყო. მათ სურდათ ფინანსისტის მოესმინათ უშუალო განმარტება, თუ რატომ არ არის პროექტი რენტაბელური.

ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ კონტროლის პალატის ფინანსური გაანგარიშება და ექსპერტების დასკვნა ერთმანეთთან შეუსაბამოა, ამიტომ კონტროლის პალატის დასკვნის საქმიდან ამოღებას ითხოვდნენ.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლმა ვახტანგ კეჟერაძემ განაცხადა, რომ ამ ორ დასკვნაში არავითარი შეუსაბამობა არ არის. მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი ესწრებოდა. ერთ-ერთი შესვენების დროს, ხიდაშელმა კონტროლის პალატის წარმომადგენელს ურჩია, რომ მათ ყურადღება ხელისუფლების მიერ ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტებსაც მიაქციონ.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ანა ნაცვლიშვილი

    ღმერთს - ღვთისა, კეისარს - კეისრისა

    საქართველოში  ბოლო წლებში უამრავმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე და საკუთარ ოჯახზე გამოსცადა ძალადობაც და უმცირესობაში ყოფნაც, მათ შორის პოლიტიკურ უმცირესობაში, როცა განსხვავებულად ფიქრის გამო...

  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

მეტი