27.06.2012

ფონდ “ქომაგს” სასამართლომ ყადაღა არ მოუხსნა

ფონდ “ქომაგს” სასამართლომ ყადაღა არ მოუხსნა - ამის შესახებ “ლიბერალს” ფონდის ხელმძღვანელმა ია მეტრეველმა განუცხდა. მისივე თქმით, სასამართლომ ფონდს დაყადაღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა დააკისრა.

 

გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა. “ლიბერალი” ფონდის ადვოკატს შალვა შავგულიძეს ესაუბრა.

“ჯერ გადაწყვეტილება არ გადმოუციათ. როგორც ვიცით, სასამართლომ ბიძინა გიორგობიანს ჯარიმის თანხა გაუნახევრა, ფონდ “ქომაგს” კი დაყადაღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა დააკისრა.”- გვითხრა შალვა შავგულიძემ. მისივე თქმით, სასამართლომ ბიძინა გიორგობიანი დაუსაბუთებლად დააჯარიმა. “ფონდ “ქომაქთან მიმართებაში გამოტანილი გადაწყვეტილებაც უსამართლო იყო”- განაცხადა შავგულიძემ და აღნიშნა, რომ გადაწვვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა გიორგობიანი ფონდ “ქომაგის” ანგარიშზე 90.000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობის გამო 30 მაისს შემოწირულობის ათმაგი ოდენობით 900 000 ევროთი დააჯარიმა.

ამის გამო, საქართველოს კონტროლის პალატამ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ „ქომაგის" ანგარიშს ყადაღა დაადო.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გიორგობიანი აღნიშნავდა, რომ ის გერმანიის მოქალაქეა და შემოწირულობა გერმანულმა ფონდმა განახორციელა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თვითონაა.

"მათ ფაქტობრივად მიიტაცეს ის თანხა, რომელიც პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისა და სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანებისთვის გვინდოდა შეგვეწირა. როგორ უნდა ამოიღონ ეს ჯარიმა, არ ვიცი. ეს არ არის ჩემი პირადი ფული", - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

„ლიბერალი" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს თავმჯდომარეს ესაუბრა. მისიგანცხადებით, ბიძინა გიორგობიანისთვის ჯარიმა სრულიად უკანონოდ დააკისრეს.

„ჩვენთვის გაუგებარია კონტროლის პალატის გადაწყვეტილება. ფონდ „ქომაგს" პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. შესაბამისად, მისთვის გარკვეული თანხების ჩარიცხვა არავისთვის აკრძალული არაა " - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგობიანი საქართველოდან დევნილია და 2005 წლის 17 მარტიდან გერმანიაში ცხოვრობს. მან „კონსერვატიული პარტია" 2011 წლის სექტემბერში დატოვა და დღესდღეობით არც ერთი პარტიის წევრი არაა.

ფონდი „ქომაგი" 2012 წლის 30 აპრილს შეიქმნა, მისი მიზანი პოლიტიკურად რეპრესირებული პირების დახმარებაა.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი