05.07.2012

ვინ დასდევს ეკა დუგლაძეს?

ახალი ამბები  (photo: )

 

ერთი კვირის განმავლობაში ინფო 9-ის ჟურნალისტს ეკა დუგლაძეს “მედია ჯგუფის” ხუთამდე თანამშრომელი ვიდეოკამერებით დაჰყვება მუშაობის დროს პროვოკაციულ კითხვებს უსვამს და ხელს უშლის.

 

ინფო 9-ის დირექტორის მანანა ელიაშვილის განცხადებით ე.წ. “მედია ჯგუფის” ჟურნალისტები “იმერვიზიის” თანამშრომლები არიან, ეს ინფორმაცია “იმერვიიზიის” დირექტორმა ინგა ჯაჯანიძემ "ინფო 9-სთან" სატელეფონო საუბარში დაადასტურა.

კადრები, რომელსაც “მედია ჯგუფი” იღებს, მანანა ელიაშვილის თქმით “იმერვიიზიის” ეთერში არ გადის. ვიდეოები ინტერნეტ ტელევიზია ITV-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

“ეს კადრები დავდეთ ჩვენ და ITV-იმ. რა კავშირია “იმერვიზია”,“მედია ჯგუფსა” და ITV-ის შორის არ ვიცი, მაგრამ კავშირი, რომ აქვთ, ფაქტია” - თქვა ელიაშვილმა.

მის განცხადებით ე.წ. “მედია ჯგუფი” ეკა დუგლაძის დევნის და მას პროფესიული საქმიანობაში ხელს უშლის.

“ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუშაობაში ხელისშეშლაა. ეს ქმედებები კი კანონით ისჯება. ჩვენ ყველა მასალა მოვაგროვეთ, ვაპირებთ სამრთალდამცავებს მივმართოთ. ეკა დუგლაძე განცხადებას თვითონ შეიტანს. ჩვენ ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებთ, რათა ამ ადამიანების ქმედებები ავღკვეთოთ” - თქვა მანანა ელიაშვილმა.

[video:http://www.youtube.com/watch?v=K7eX_AwYTvk]

http://itv.ge/?m=16&CID=23436

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

მეტი