31.07.2012

სახელმწიფო დაცვის სამსახურის განცხადება გორში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, გორი-ქარელის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შესახებ განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ცენტრალური მაგისტრალის თბილისი-სენაკი-ლესელიძის 95-ე კილომეტრზე 18:55 სთ-ზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამოძიების ინფორმაციით, ავტომობილმა "ოპელ ასტრამ" სახელმწიფო ნომრით DRD-837 გადაკვეთა ღერძულა ხაზი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს "შკოდა სკაუტს" სახელმწიფო ნომრით SPS-043 შეეჯახა. "ოპელ ასტრას" მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამი თანამშრომელი - ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია".

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ავარიის ფოტო მასალა. თვითმხილველების თქმით, პრეზიდენტის ესკორტის ავტომანქანა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ოპელ ასტრას ფირმის ავტომობილს შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი. ამავე ავტომანქანის 4 მგზავრი (მათ შორის 40 წლის ჯინა კარტოზია, 19 წლის მარიამ გვარამია, 9 წლის ანა სოსელია და 2 წლის ნიკო ქადარია) მძიმე ტრავმებით ქარელის სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    ფაშიზმის ლანდი საქართველოში

    17 მაისს ჩვენ ისევ ისე მძლავრად დაგვიბრუნდა ფაშისტური იდენტობის პოლიტიკა - სადაც სხვადასხვა ტიპის ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კლავენ, ისვრიან, კბენენ და არავითარი სოლიდარობა არ არის. არის...

  • ზვიად დევდარიანი

    17 მაისი – ევროპის დაისი

    სასულიერო ხელისუფლება გრძნობს საკუთარ უპირატესობას საერო ხელისუფლებაზე და ჯერი საერო ხელისუფალზეა. თუ 17 მაისის აქციის დამრბევები არ დაისჯებიან და არ გადაიხედება საერო და სასულიერო ხელისუფლების...

  • მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ქართველი, სახელად - არავინ

    არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...

მეტი