01.08.2012

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში დავას იწყებს

ლევან ახალაია

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი საქართველოს მთავრობას საინვესტიციო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

კოალიციის პრეს სპიკერის მაია ფანჯიკიძის თქმით, ოქტომბრიდან მოყოლებული მთავრობის მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის მიყენებული ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონს აღწევს.

პოლიტიკოსის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ასეთ დარღვევებად  ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებულ უკანონო ქმედებებს ასახელებს, მათ შორის -დაჯარიმებას, საკასაციო მანქანის დაპატიმრების ფაქტს, ასევე ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის შედეგად ბანკიდან კაპიტალის გადინებას და სხვა.

დავა ეხება ყადაღასაც, რომელიც "პროგრესბანკში" ივანიშვილის წილს დაედო.

პოლიტიკოსის ადვოკატი აცხადებს, რომ ჩადენილი დანაშულის აღიარებისათვის და ზარალის ანაზღაურებისათვის მთავრობას 14 დღიანი ვადა მისცეს, რის შემდეგაც მისი თქმით, დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში დაიწყება.

„უკანასკნელი შეტყობინება დავის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტსა და იუსტიციის სამინისტროს უკვე ჩაბარდა. 

უკვე ცნობილია, რომ ივანიშვილის ინეტრესებს იურიდიული კომპანია „სკადენის“ ვაშინგტონისა და ლონდონის ოფისის წარმომადგენლები დაიცავენ.

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი

ამავე ავტორისგან