09.08.2012
არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა
არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა.ამის შესახებ განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია რომ 8 აგვისტოს ზოგიერთმა არასრულწლოვანმა დადგენილი დღის წესრიგი უხეშად დარღვია. რამაც ინფრასტრუქურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია. შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადანაწილდნენ სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში. სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ მათგანს არ მიუღია ჯანმრთელობის დაზიანება.ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ანა ნაცვლიშვილი