09.08.2012
ტელეკომპანია “იმედი”-ის ჟურნალისტმა სამსახური დატოვა
საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" ჟურნალისტმა ქეთი ქაშაკაშვილმა სამსახური დატოვა.
ქეთი ქაშაკაშვილმა 7 აგვისტოს, 11:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებულ ჩართვაში განაცხადა, რომ "რუსეთი საომარ მოქმედებებში 8 აგვისტოს ჩაერთო და მან თავისი საჯარისო ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ოსეთის ტერიტორიაზე ლეგალურად შეიყვანა".
ასეთივე შეცდომა 8 აგვისტოს ტელეკომანია “მეცხრე არხის” წამყვანმაც დაუშვა. წამყვანმა საინფორმაციო სააგენტო GHN–ის მიერ მომზადებული ტექსტი წაიკითხა, სადაც ნათქვამი იყო: „ომში რუსეთი ოფიციალურად 8 აგვისტოს ჩაერთო, რომელმაც რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა ლეგალურად შეიყვანა“.
მოგვიანებით ტელეკომპანიამ შეცდომის გამო ბოდიში მოიხდა.
ნინო ბექიშვილი