21.08.2012

ჩიორა თაქთაქიშვილი - “არასამთავრობოებმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელეს”

არასამთავრობო ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის დარღვევაზე განცხადება გამოაქვეყნა. საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ ვიდეორგოლებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ტელეარხების ეთერში ტრიალებს. ეს ვიდეორგოლები ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდებას” მიერაა დამზადებული და, როგორც მისი ხელმძღვანელი, გიგა ნასარიძე აცხადებს, უსასყიდლოდ გადაეცა “ნაციონალურ მოძრაობას”.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა ითვლება შემოწირულებად. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან?” - ვკითხულობთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განმარტებით, მსგავსი უკანონო ქმედების გამო გარიგებაში მონაწილე მხარეებს შესაბამისი კანონმდებლობით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.  იმავეს აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, პოლიტიკურმა პარტიამ გიგა ნასარიძის ორგანიზაციისაგან ვიდეორგოლები კანონის სრული დაცვით მიიღო მისი თქმით “არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე იყო დაყრდნობილი”.

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ირაკლი კაკაბაძე

    სირცხვილის გარეშე

    იმპერიალიზმთან ბრძოლის ყველაზე უტყუარი გზა არაძალადობაზე და არა-იმპერიალიზმზე გადის.  ამის მაგალითი ძალიან ბევრი ბოლოდროინდელ მსოფლიო ისტორიაში.  განდის მიერ წარმოებულმა „სატიაგრაჰამ“ დაანგრია...

  • გიორგი რუხაძე

    SOS! ევრაზიული „საბჭოთა კავშირი'“

    საქართველოში ხელისუფლების გარდა თითქოს არაფერი შეცვლილა და რატომ ჩნდება იმის საშიშროება, რომ ქვეყანა დასავლურ ვექტორს დაშორდეს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოხვდეს? მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება ღიად...

  • ზვიად დევდარიანი

    გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის

    ხალხი, რომელიც ბრძოლისგან იღლება, გადაშენებისთვისაა განწირული. მერძოლი ხალხის მიერ არჩეული ბრძენი ხალხით მართული სახელმწიფო - შემდგარი სახელმწიფოა. ხშირად მიფიქრია, რამ გამოგვატარა ეს...

მეტი