ქართველი, სახელად - არავინ
არ ვიცი, თუ დაკვირვებიხართ, ხშირად კი მომხდარა. რელიგიური “ღირსების დაცვის მიზნით” გამოსულ აგრესიულ მომიტინგეს ეკითხებიან- “თქვენ ვინ ბრძანდებით?”ის კი პასუხობს - “არავინ, ქართველი!” არ მგონია,...
"ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინ გამოცემაა. ჟურნალ “ლიბერალის” პირველი ნომერი 2009 წლის 20 მაისს, ფონდ “ღია საზოაგდეობა - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით გამოვიდა.
უკვე 3 წელია “ლიბერალი” მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებს და განსხვავებულ თვალსაზრისებს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.
“ლიბერალი” ცდილობს მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს როგორც პოლიტიკური მოვლენები, ასევე ის თემები, რომელიც ქართულ მედიაში, როგორც წესი, მარგინალიზებულია - განათლება, ჯანდაცვა, გარემო, სამართალი, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გარემო და ბიზნესი, ურბანისტიკა, რეგიონები და სხვ.
ადგილობრივ მედიაში, “ლიბერალმა” შექმნა უნიკალური, ინტეგრირებული (ბეჭდური და ონლაინ გამოცემის) საინფორმაციო პლატფორმა და ლიბერალის ვებგვერდი - www.liberali.ge - კვირიდან-კვირამდე ვითარდება და ახერხებს უფრო მრავალფეროვანი, აუთენტური და ექსკლუზიურად ვებ-პლატფორმისთვის შექმნილი რეპორტაჟების, სტატიების, ბლოგებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას.
2012 წლის იანვრიდან შეჩერდა ჟურნალ “ლიბერალის” გამოცემა და ამავე წლის პირველი სამი თვის მანძილზე, ლიბერალი მხოლოდ ინტერნეტ გამოცემად დარჩა. თუმცა, “აირექსის” დახმარებით, ლიბერალმა შეძლო განეხორციელებინა მნიშვნელოვანი ცვლილება - 2012 წლის აპრილიდან, გამოცემა დაიწყო გაზეთმა “ლიბერალი”, რომლის მიზანია “ლიბერალის” ექსკლუზიური სტატიები მიაწოდოს იმ მკითხველს, ვისაც არ აქვს ინტერნეტზე წვდომა. გაზეთი 14.000-იანი ტირაჟით, უფასოდ ვრცელდება შემდეგ რეგიონულ გაზეთებთან თანამშრომლობის გზით: “სამხრეთის კარიბჭე”, “გურია ნიუსი”, “პოსტსკიპტუმი”, “ბათუმელები”, “ახალი გაზეთი”, “სპექტრი”, “ჩემი ხარაგაული”, “კახეთის ხმა”.
"დამოუკიდებელი და მამაცი ჟურნალისტიკისათვის, ისევე როგორც ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების მცდელობისათვის", 2010 წელს "ლიბერალს" მიღებული აქვს "ცაიტის ფონდის" და ფონდი "თავისუფალი სიტყვის" ერთობლივი ჯილდო. ასევე, სხვადასხვა სტატიებისათვის, ჟურნალს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ადგილობრივი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.