Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დასაქმებულობის ილუზია

28 ნოემბერი 2014
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური/ ISET -ის კვლევითი ინსტიტუტი


ადამიანი დასაქმებულად ითვლება, თუკი გამოკითხვის მომენტში გასული შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც რაიმე ტიპის საქმიანობას ეწეოდა მოგების, შემოსავლის ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. 


ადამიანი დასაქმებულად ითვლება, თუკი გამოკითხვის მომენტში გასული შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათით მაინც რაიმე ტიპის საქმიანობას ეწეოდა მოგების, შემოსავლის ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. მაგალითად, უვლიდა საქონელს, ამოყავდა ყველი, ფქვავდა სიმინდს, აყენებდა ღვინოს, კერავდა, ქსოვდა და ა.შ.  ასრულებდა ნებისმიერ სამუშაოს, რომელსაც სარგებლის მოტანა შეეძლო თავისთვის, თავისი ოჯახისთვის თუ მეზობლებისთვის. შესაბამისად, დასაქმებულია არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და ხელფასს იღებს, არამედ სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანიც.

უმუშევრად ითვლები, თუკი გამოკითხვის მომენტში გასული ერთი კვირის განმავლობაში  ერთი საათითაც კი არ მუშაობდი, ბოლო ოთხი კვირის მანძილზე სამუშაოს ეძებდი და ამბობდი, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში მუშაობის დასაწყებად მზად იყავი.

რამდენიმე წელია, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი  13%-დან 15%-ამდე მერყეობს. ერთი შეხედვით, ჩანს,  რომ ქვეყანაში დაახლოებით 85% დასაქმებულია. თუმცა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, დასაქმების მაჩვენებელი 56,6%-ია, რადგან დასაქმების დონის გამოსათვლელად  დასაქმებულთა  რაოდენობას მთელ მოსახლეობაზე ყოფენ, ხოლო უმუშევრობის დონის დასადგენად, უმუშევრობის რაოდენობა მხოლოდ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაზე იყოფა.

ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც მუშაობს ან ეძებს სამსახურს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 ოქტომბერი
02 ოქტომბერი

ინფოგრაფიკა ► აივ ინფექციის/შიდსის გავრც ...

1989 წლიდან დღემდე საქართველოში 7283 აივ-ინფიცირებული პირია რეგისტრირებული.ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორ ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

ინფოგრაფიკა ►დაბიძურებული მიწა და წყალი ...

სპეციალისტების შეფასებით, კომპანია RMG-ის საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის ეკოსისტემასა და მოსახლეობი ...
17 ივლისი
17 ივლისი

ინფოგრაფიკა ►როგორი ხელფასები აქვთ ტყიბუ ...

„ლიბერალის“ ახალი პროექტის ფარგლებში, ყოველთვიურად წარმოგიდგენთ კონკრეტული რეგიონის შესახებ მომზადებულ სტატი ...

მეტი

^