Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა "რუსთავი2"-ის ფარულ ვიდეჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილის დაცვას უკავშირებს

09 მაისი, 2014 21:18

პროკურატურამ "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები მედიას წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეომასალები მათ ტელევიზიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ კოვზიაშვილმა გადასცა.

“ტელეკომოანია "რუსთავი 2"-ის პირადი საუბრების შესაძლო ჩაწერა მიყურადების ფაქტზე, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს პროკურატურამ გადაწვიტა, "რუსთვის 2"-ის საუბრების შესაძლო ჩაწერა - მიყურადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების გასაჯაროება. კერძოდ,

2014 წლის 8 მაისს, მთავარ პროკურატურას ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, თეუმურაზ კოვზიაშვილმა მიამართა, რომლის განცხადებითაც, ის სამსახურიდან 7 მაისს, გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს. მან გამოძიებას მიაწოდა უსაფრთხოების სამსახურისა და 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ამ დღეს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი, სპეციალური დაცვის თანამშრომლები. რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთში სპეციალური აპარატურის გამოყენებით, ტექნიკურ სამუშაოებს აწარმოებდნენ. მათ შორის, ისინი მეტალის გასაშლელი კიბის დახმარებით, სამუშაოებს აწარმოებდნენ ნიკა გვარაიამასა და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებში. თეიმურაზ კოვზიაშვილმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მისივე ჩვენებით, ამ დღის მერე ის დაინტერესდა, ხსენებული პირების ვიზიტებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი სამუშაო კაბინეტის ჭერში ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობის კვალი აღმოაჩინა. აღნიშნულის შესახებ მან დაუყოვნებლივ აცნობა ტელეკომოანიის გენერალურ დირექტორს და უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა და ზედმეტი ინიციატივებისგან თავი შეეკავებინა. ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, მან ნიკა გვარამიასთან გასაუბრება სცადა, რისი გაკეთებაც ვერ შეძლო და შედეგად სამსახურიდან დაითხოვეს. ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა, თვითონ ნიკა გვარამია, რომლმაც გამოძიებას უარი უთხრა, დაეფიქსირებინა მის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერების წყარო, რაც გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურაში გრძელდება ინტენსიური გამოძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ეტაპობრივად იქნება ინფორმირებული. აქვე, გვსურს განვასაჯაროოთ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული სათვალთავლო კამერის მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ვიდეოკადრები და მოწმეთა ჩვენებები, რომელიც გადმოგეცემათ ბრიფინგის დასრულებისას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^