Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაკანსია "ლიბერალში"

14 ივლისი, 2014 15:55

„ლიბერალი“ სამუშაოდ იწვევს რეპორტიორებსა და რედაქტორს  ვებგვერდ liberali.ge-ზე ახალი ამბების განყოფილებისთვის.

მოვალეობები:

რეპორტიორებისთვის - ვებგვერდ  liberali.ge-სთვის  ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.

რედაქტორისთვის - ახალი ამბების ჯგუფის ხელმძღვანელობა. პარალელურად ახალი ამბების უშუალოდ მომზადება.

მოთხოვნები:

რეპორტიორებისთვის -

- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში; 

- გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში (სასურველია);

- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;

- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

- ახალი მედიის ინსტრუმენტების  ფლობა;

- ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.

რედაქტორისთვის

ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებთან ერთად:

- როგორც ინგლისური, ისე  რუსული ენების ფლობა;

- ახალი ამბების მომზადების და ახალ ამბებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება;

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტები:

- კანდიდატის რეზიუმე (CV);

- სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა);

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი. 18 საათი.

ანაზღაურება:

ჟურნალისტები - თვეში 625 ლარი (დაუბეგრავი).

რედაქტორი - თვეში 1250 ლარი (დაუბეგრავი).

ვაკანსია ცხადდება 3 ჟურნალისტის და 1 რედაქტორის პოზიციაზე.

განაცხადები  უნდა გაგზავნოთ ელ.მისამართზე: info@liberali.ge

განაცხადის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება! („რედაქტორი“ ან „ჟურნალისტი“)

„ლიბერალის“ რედაქცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო კონსულტაციები არ გაიმართება.

"ლიბერალი" დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინგამოცემაა.  “ლიბერალიმკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ, სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებებსა და განსხვავებულ თვალსაზრისებს, მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^