Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამარ ივერი და "იდენტობა" ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

15 ივლისი, 2014 21:05

ქართველი სოპრანო თამარ ივერი და არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" ხუთშაბათს, 12 საათზე, ორგანიზაციის ოფისში  ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ "ლიბერალს" "იდენტობას" აღმასრულებელი დირექტორმა ირაკლი ვაჭარაძემ განუცხადა.

ვაჭარაძე პრესკონფერენციის თემის დეტალებს არ აკონკრეტებს.

თამარ ივერმა გასულ წელს, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით,  წერილი გამოაქვეყნა სადაც  მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ წერილის გამო მსოფლიოს ბევრმა ოპერამ, მათ შორის, ბრიუსელის, პარიზისა და სიდნეის ოპერებმა კონტრაქტი შეუწყვიტეს.  რამდენიმე თვის წინ თამარ ივერმა ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^