Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცემაში ბრალდებული პირი პოლიციელის შვილი არ არის

04 სექტემბერი, 2014 17:16

იურისტ თამარ გურჩიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ბათუმში მამაკაცმა თავის პარტნიორს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს სცემა. როგორც გურჩიანს დაზარალებულმა განუცხადა, მამაკაცი პოლიციელის შვილია.

„როგორც ქალი ამბობს, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მუდმივად ძალადობდა მასზე. ჩემმა მეგობარმა თარჯიმნის სერვისი შესთავაზა. მამაკაცი ბათუმელი პოლიციელის შვილია“.

თამარ გურჩიანი, როგორც ფაქტის უშუალო თვითმხილველი, აჭარის მეექვსე განყოფილების გამომძიებელმა, ასმათ მახარაძემ, დაკითხა. იურისტის თქმით, მისი დაკითხვა ანონიმურობის დაცვის გარეშე მიმდინარეობდა და მოძალადეს მისი დანახვა და მოსმენა თავისუფლად შეეძლო.

გურჩიანის ინფორმაციით, დაზარალებული ქალბატონის ექსპერტიზა, დაზიანებების დასადგენად, ჯერაც არ მომხდარა.

იურისტის მოსაზრებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოძიება ყურადღებას მხოლოდ ცემის ფაქტზე ამახვილებს და პასპორტის ჩამორთმევისა და პერმანენტული ძალადობის ფაქტით არც კი ინტერესდება. 

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ ცემაში ბრალდებული პირი პოლიციელის შვილი არ არის.

„კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ბათუმში მომხდარ ცემის ფაქტზე! დადასტურებულ ინფორმაციას გაწვდით: ბათუმში მომხდარ ცემის ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის მეექვსე განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. რაც შეეხება მეგობარი გოგოს ცემაში ბრალდებულ პირს, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები არ არიან პოლიციის თანამშრომლები. გამოძიება მიმდინარეობს, მოხდება დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზა, რის შემდეგაც დადგინდება პასუხისგების საკითხი".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^