Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პეტიცია: გადავარჩინოთ მურა დათვები დახოცვისგან

05 ოქტომბერი, 2014 19:47

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებასთან დაკავშირებით საგანგებო პეტიცია მომზადდა, რომელიც საზოგადოებას დათვების გადასარჩენად გაერთიანებისა და პეტიციის ტექსტის ხელმოწერისკენ მოუწოდებს:

„ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლისა და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა. როგორც „ლიბერალს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ. საქართველოში მასობრივად ფიქსირდება მდედრი დათვის დატყვევება და შემდგომ მისი ფიზიკური ლიკვიდაცია სხვადასხვა მიზნით, დარჩენილი ბელები კი მიყავთ ქალაქში ცირკისთვის და მათ ხარჯზე ფულის შოვნის მიზნით. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სასტიკი და დამღუპველი გადაწყვეტილება საბოლოოდ მოსპობს ისედაც გადაშენების პირას მისულ ქართულ მურა დათვს, რომელზეც ნადირობა აკრძალულია და წითელ წიგნშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილი არღვევს კანონს! გთხოვთ, დაგვეხმარეთ მურა დათვების გადარჩენაში, მოაწერეთ ხელი პეტიციას! გმადლობთ წინასწარ" - ვკითხულობთ პეტიციაში, რომელსაც ხელს უკვე ოთხასამდე მოქალაქე აწერს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^