Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბორჯომი“ აცოცხლებს ლეგენდებს

06 ოქტომბერი, 2014 14:52

Garden Hall-ში  კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს და TV არტარეას ერთობლივი პროექტის, გადაცემის „გენეტიკური კოდი“, პირველი ფილმის „პეტრე ოცხელი“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ალეკო გაბუნიაა ცნობილი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

ალეკო გაბუნია ფილმის ავტორი:

პირველი ფილმი გავაკეთეთ პეტრე ოცხელზე. ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა. ეს არის უნიკალური ადამიანი, რომლის შესახებაც  საქართველოში სამწუხაროდ ბევრმა არ იცის.

სოფო ხუნწარია, ტელეკომპანია არტარეას დირექტორი:

პრაქტიკულად არ არსებობს ერთად თავმოყრილი მასალა, რომელიც ასახავს იმ ადამიანების ცხოვრებას თუ მოღვაწეობას, რომლებმაც ყველაზე დიდი კვალი დატოვეს ქართულ კულტურაში. მათ შექმნეს ქართული კულტურის გენეტიკური კოდი. პირველად იწყება ამ ტიპის არქივის შექმნა.

ნიცა ჩოლოყაშვილი IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

ამ პროექტის მხარდაჭერით „ბორჯომი“ ცდილობს გააცოცხლოს ისტორია, გააცოცხლოს ის ადამიანები, რომელთა ღვაწლი, ნიჭი და თავდადება როგორც სამშობლოსადმი, ისე საკუთარი პროფესიისადმი არის  შეუფასებელი. „ბორჯომი“, როგორც ქართული ბრენდი და  საქართველოს ისტორიის ნაწილი გვიყვება სწორედ ასეთი ლეგენდების შესახებ. დოკუმენტური მასალის შექმნით კი ეს ისტორიები მომავალ თაობებს გადაეცემათ. 

 

პროექტი - „გენეტიკური კოდი“ მიზნად ისახავს გამოჩენილი ადამიანების  შესახებ მოკლემეტრაჟანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას, სადაც ასახული იქნება მათი მოღვაწეობა.  შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად ჯორჯ  ბალანჩინის, მიხეილ კალატოზოვის და ვახტანგ რურუას შესახებ ამზადებს ფილმებს. პეტრე ოცხელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი არტარეას ეთერში ორ კვირაში გავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^