Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების სიას კიდევ 9 პრეპარატი დაემატა

06 ოქტომბერი, 2014 16:02

გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების სიას კიდევ ცხრა დაემატა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა. 

გადაუდებელი დახმარების სამკურნალო საშუალებებს დაემატა: ამიოდარონი (ტაბლეტი)-ანტიარითმიული საშუალება, გლიბენკლამიდი (ტაბლეტი) - პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, მეტფორმინი (ტაბლეტი) - პერორალური ანტიდიაბეტური საშუალება, კაპტოპრილის ტაბლეტები, ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, ნიფედიპინის ტაბლეტები, ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, მეტოპროლოლის ტაბლეტები, ნებისმიერი დოზით - წნევის დამწევი საშუალება, დექსამეტაზონის ტაბლეტები - ანაფილაქსიის საწინააღმდეგო საშუალება, პრედნიზოლონის ტაბლეტები - ანაფილაქსიური შოკის, ალერგიული რეაქციების სამკურნალო და ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების საშუალება და ფუროსემიდის ტაბლეტები - ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი საშუალება. 

ფარმაცევტული დაწესებულება უფლებამოსილია, გადაუდებელი მდგომარეობის დროს, ურეცეპტოდ გასცეს წამლის ფორმა, ერთჯერადი დოზის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ორიგინალური შეფუთვის დაშლა, ფარმაცევტული პროდუქტი გაიცემა 1 სტანდარტული შეფუთვის რაოდენობით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

კობახიძე: „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებ ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოე ...
19 აპრილი
19 აპრილი

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი აძლ ...

არასამთავრობო ორგანიზაციები ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურები ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხაბეიშვილი: დეპუტატ ოდიშარიასგან თაბორის ...

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის თაბორის მთაზე ტერიტორიის ადგ ...
^