Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა

14 ნოემბერი, 2014 17:42

მომავალი წლიდან საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „სოფუსბუვირი“ შემოვა და საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, - ამის შესახებ ცნობილი ცნობილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც სერგეენკომ პრემიერს აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დეტალები და მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს ახალი მედიკამენტის უმოკლეს ვადაში რეგისტრაციისა და საქართველოს მოსახლეობის პრეპარატთან წვდომის საკითხები შეთანხმდა.

„საქართველოში მომავალ წელს დაიწყება უპრეცედენტო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, პრაქტიკულად, აღმოიფხვრება C  ჰეპატიტის დაავადება. ეს არის დიდი მიღწევა ჩვენი მთავრობისა და პირადად დავით სერგეენკოსი. მთავარი მოტივაცია, რამაც აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ამერიკული მხარე, არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. ეს არის უნივერსალური დაზღვევის პროგრამა, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ათასობით პაციენტს ვუმკურნალეთ, მათ შორის, 1000 პატიმარს.  ეს არის რეალური რეფორმა, რომელსაც  2 წელიწადში მივაღწიეთ და ამაში მილიონობით ლარია დახარჯული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^