Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქცია „მგორავი ქვები საყდრისიდან“ - კულტურის სამინისტროდან გამოსულებს სტვენით ხვდებიან

15 დეკემბერი, 2014 20:58

აქცია „მგორავი ქვები საყდრისიდან“  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამინისტროდან გამოსულ თანამშრომლებს სტვენით ხვდებიან.

„საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობის ფალსიფიცირება და ერის იდენტობისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურება ტვირთად ექცევათ ჩინოვნიკებს, ვინც საზოგადოებრივი ინტერესი ერთი ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს შესწირეს. ტვირთად რომელიც დიდხანს უნდა ზიდონ!”, - აცხადებდნენ აქციის ორგანიზატორები.

მათი თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქებით არაფერი სრულდება, არამედ იწყება მოძრაობა ქვეყნის კულტურის პოლიტიკის და ქვეყნის გარემოს დაცვის პოლიტიკის ფუნდამენტური შეცვლის მიზნით. 

„საყდრისის მგორავი ქვები არის სიმბოლო იმისა, რომ საყდრისის ისტორია დიდხანს გაგორდება ყველა იმ ჩინოვნიკის კარიერის კვალდაკვალ, რომლებმაც დანაშაულებრივ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. პირველ რიგში კი მიხეილ გიორგაძის, ალექსანდრე მარგიშვილისა და ნიკოლოზ ანთიძის კვალდაკვალ!“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^