Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცავების შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად

25 თებერვალი, 2015 15:08

სამართალდამცავების მიერ შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ დღეს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სამმა ექსპერტმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის მოდელები. გამოიკვეთა 3 ძირითადი მოდელი, რომელთა გაანალიზებითაც, მივედით დასკვნამდე, რომ ჩვენ გვჭირდებოდა სრულიად დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც არ იქნებოდა არც ერთი უწყების ქვეშ, მათ შორის არც ომბუდსმენის, ეს იქნებოდა ცალკე სტრუქტურა, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებას და სისხლის სამართლებრივ დევნას“, - აცხადებს ბურჯანაძე.

თუმცა მისივე თქმით, დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის ჯეროვანი ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია.

„დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს ექნება ექსკლუზიური იურისდიქცია და პირდაპირი იურისდიქცია. თუ დანაშაული ექსლუზიური იურისდიქციის კრიტერიუმებში არ ჯდება, მაგრამ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ იყოს ინტერესთა კონფლიქტი გამოძიების დროს, მაშინ დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტრის კომისარს (მეთაურს) ექნება უფლება დაიწყოს გამოძიება და დევნა“, - აცხადებს ბურჯანაძე.

რაც შეეხება კომისრის არჩევის წესებს, ბურჯანაძის თქმით, დგება საკანონმდებლო ცენზები, ინიშნება კომისია, კომისიის მიერ არჩეულ კანდიდატებს წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელთაგანაც პარლამენტი ხმათა 3/5-ით ირჩევს კომისარს. უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 7 წლით, რომ არ დაემთხვეს საპარლამენტო ციკლს და კომისარი არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული.

მისივე თქმით, კომისარს ექნება იმუნიტეტი, რათა  მისი გათავისუფლება არ იყოს დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე.

„დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს შეუძლია, დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მასზე უარის თქმა. ასევე ექსპერტიზის ჩატარება. იმისთვის, რომ ამ მექანიზმისგან არ შეიქმნას მონსტრი, რომელიც იქნება უკონტროლო, მას უწესდება ანგარიშვალდებულება - პარლამენტში საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე მოხსენება, რომლის დროსაც კომისარი პარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს", - აცხადებს ბურჯანაძე. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^