Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰარვონი - C ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შემოდის

27 თებერვალი, 2015 21:38

ჰარვონი - ასე ჰქვია ახალ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის სამკურნალოდ გეგმავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ მთავრობა C ჰეპატიტის მკურნალობას ახალი მედიკამენტის, სოფუსბუვირით აპირებდა, თუმცა როგორც 25 თებერვალს პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განმარტა, C ჰეპატიტის მკურნალობა სოფუსბუვირით დაიწყება, ხოლო შემდეგ შემოვა ახალი თაობის პრეპარატი ჰარვონი, რომელიც სოფუსბუვირისა და ლედიპასვირის კომბინირებული მედიკამენტია.

„დავიწყებთ სოფისბუვირით და შემდეგ ეტაპზე უკვე ბევრად გაუმჯობესებულ, სრულიად ახალი თაობის მედიკამენტის მიწოდება შეგვეძლება“, - აცხადებს სერგეენკო.

მინისტრის განმარტებით, სოფუსბუვირის ფასდაკლებით შემოტანაზე ხელშეკრულებას აპრილში მოეწერება ხელი. კონტრაქტის მონაწილე მხარეები კი საქართველოს მთავრობა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და კომპანია „გილეადი" იქნებიან.

„ლიბერალთან“ საუბრისას ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პრეპარატ ჰარვონის შესახებ საუბრობს. მისი ინფორმაციით, ჰარვონი არის სოფუსბუვირისა და ლედიპასვირის კომბინაცია და მკურნალობისას მისი ეფექტი გაძლიერებულია, ის სქემაში ინტერფერონის ჩართვას არ საჭიროებს და სოფუსბუვირზე უფრო ახალი თაობის მედიკამენტია.

რაც შეეხება სოფუსბუვირს, ბუწაშვილის თქმით, მას პრაქტიკულად უკუჩვენება არ აქვს, თუმცა ზოგიერთ სქემაში თავისთავში საჭიროებს ინტერფერონთან ერთად დანიშვნას.

როგორც ბუწაშვილი ამბობს,  ჰარვონი, ძირითადად, პირველი გენოტიპის მქონე პაციენტებს ენიშნება, თუმცა მას ასევე არეგისტირებენ მესამე გენოტიპის ქვეჯგუფისთვისაც. მისი თქმით, ის, ალბათ, ასევე თანდათანობით სხვა გენოტიპზეც დარეგისტრირდება.

კომპანია „გილიადის“ საინფორმაციო ბუკლეტის მიხედვით, ჰარვონის ერთი ტაბლეტი, 90 მგ ლედიპასვირსა და 400 მგ სოფუსბურის შეიცავს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგრამაში ყველა პაციენტი ჩაერთვება, ვისაც მკურნალობა სჭირდება, თუმცა, პირველ რიგში მედიკამენტებს უფრო მძიმე პაციენტები მიიღებენ.

რაც შეეხება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, სამინისტროში აღნიშნვენ, რომ სამკურნალო მედიკამენტის შემოტანასთან ერთად უკვე განხორციელდა მონიტორინგი სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

მათი თქმით, სულ შემოწმებულია 544 სტომატოლოგიური კაბინეტი. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა 20 დაწესებულება, რომელიც ერთჯერადი დანიშნულების იარაღს იყენებდა მრავალჯერადად. ხელმეორედ გადამოწმებისას 18 დაწესებულებაში აღნიშნული ფაქტი აღარ დაფიქსირებულა. 2 დაწესებულებას მიეცა მკაცრი გაფრთხილება.


სტატია მომზადებულია ევროკავშირის  მიერ   დაფინანსებული პროექტის "მტკიცებულებებზე დამყარებული ჩარევა წამალდამოკიდებულთა უფლებების დასაცავად საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი". სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის პოზიციის გამომხატველად.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ივნისი
17 ივნისი

შსს-მ უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზ ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჰომოფობიურად განწყობილი ბიზნესმენის ლევან ვასაძის მოწოდებების შემდეგ გამოძიება დაიწყო.  ...
16 ივნისი
16 ივნისი

14 ივნისს ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ...

მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიე ...
15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
^