Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციო სასამართლომ აგრუნის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა

26 მარტი, 2015 20:39

დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების აღიარება. ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2014 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალათ, დაადასტურონ კახა ბენდუქიძის „ცოდნის ფონდის“ მხრიდან საინვესტიციო ვალდებულების პირნათლად შესრულება, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

კახა ბენდუქიძის „ცოდნის ფონდმა“ იმ 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესიტიციიდან, რაც უმაღლეს განათლებაში განხორციელდა, 9 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაიხადა და 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია აგრარულ უნივერსიტეტში განახორციელა, რაც სამმა მაღალკვალიფიციურმა აუდიტორულმა კომპანიამაც (მათ შორის, ორმა საერთაშორისო ორგანიზაციამ) დაადასტურა.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონის სრული დარღვევით და სრულიად უსაფუძვლოდ თავი აარიდა ამ ინვესტიციის აღიარებას", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^