Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად კომისიამ ზაზა აბაშიძე აირჩია

17 მაისი, 2015 0:45

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ შექმნილმა 9-კაციანმა კომისიამ, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აირჩია. მას მხარი კომისიის 7-მა წევრმა დაუჭირა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ის ბუბა კუდავას შეცვლის.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას სუბიექტური გადაწყვეტილებას უწოდებენ და გამოცხადებული კონკურსის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მოვითხოვთ:
1. გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. 
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სრულ უნდობლობას ვუცხადებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიას, რადგან: კომისიის უმეტესობას წარმოადგენდა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული უწყების წარმომადგენლები;  კანდიდატ ბუბა კუდავას სააპლიკაციო საბუთებს - ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალრიცხოვან სარეკომენდაციო წერილებს, კომისიის წევრები არ გაცნობიან; ამ ფონზე ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებისა და რომელი კონცეფციის საფუძველზე მოხდა დირექტორის კანდიდატის შერჩევა; არ იყო გათვალისწინებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პოზიცია დირექტორის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. კომისიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პოზიციის გამომხატველი იყო მხოლოდ ერთი პიროვნება, რაც საკმარისი არ იქნებოდა ცენტრის ინტერესების დასაცავად. 

2. დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხოლო 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავად ირჩევდა დაწესებულების დირექტორს. 2011 წლიდან სამეცნიერო დაწესებულებებს დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში შეტანილი უსამართლო ჩანაწერი და დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ არჩეულ სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ის ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას.

3. შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელ უწყებას. მოვითხოვთ, გადაეცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^