Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„იუსტიციის სახლის სახურავის ჩამონგრევის მიზეზი ნაგავი იყო“ - საქმე პროკურატურას გადაეცა

19 მაისი, 2015 17:36

თბილისის იუსტიციის სახლიდან დღეს 10 ალპინისტის დახმარებით სამშენებლო ნარჩენების ეტაპობრივი გატანა დასრულდა, - იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. პეტალების დასუფთავების ღირებულებამ 40 000 ლარს გადააჭარბა.

„15 ტონა სამშენებლო ნაგავი, იუსტიციის სახლის სახურავში 2012 წლის ზაფხულში მისი მშენებლობის სწრაფი და უხარისხო დასრულების შედეგად იყო დარჩენილი, თუმცა მისი აღმოჩენა, სახურავის თავისებურების გამო, მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, როდესაც ძლიერი ქარის დროს, ვიბრაციის გამო, სახურავმა ნარჩენების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ერთ ადგილას ჩამოიშლა. აღნიშნული ფაქტი იუსტიციის სახლის სამუშაო საათებში მოხდა, თუმცა ინცინდენტის დროს არავინ დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ სახურავი უშუალოდ იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელის თავზე, ხალხმრავალ ადგილას დაზიანდა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იუსტიციის სახლის განცხადების თანახმად, შემთხვევის შემდეგ გაიხსნა და შემოწმდა იუსტიციის სახლის გადახურვის შვიდივე ე.წ. პეტალი, სადაც სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენთან ერთად რამდენიმე ტონა რკინა და არმატურა აღმოჩნდა.

„მათ შორის ზოგიერთი არმატურის წონა რამდენიმე ასეულ კილოგრამს შეადგენდა. სამშენებლო ნარჩენის ჩამოტანა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვინაიდან რეალური იყო, რომ ინცინდენტის გამეორების შემთხვევაში, საფრთხე შექმნოდა, როგორც მომხმარებლის ისე თანამშრომლების სიცოცხლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სახლის ინფორმაციით, სახურავის უხარისხო მშენებლობის შესახებ საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი.

იუსტიციის სახლის მთავარი შესასვლელის სახურავის ნაწილი 2013 წლის 3 დეკემბერს ჩამოინგრა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^