Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Human Rights Watch: საქართველოში ნარკოპოლიტიკა უკიდურესად მკაცრია

29 მაისი, 2015 15:12

უკიდურესად მკაცრია ნარკოპოლიტიკა, უკიდურესად მაღალია პირველადი მოხმარების შემთხვევაში ჯარიმა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია აცხადებს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის თემაზე გამართულ საჯარო დებატებში მონაწილეობდა.

მისი თქმით, საქართველოში სიცოცხლის უფლების დარღვევის წინაპირობას ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მოხმარებისას ვაწყდებით.

მისი თქმით, როცა ხდება სასწრაფოს გამოძახება, და რადგან ზარი 112-ში შედის, სასწრაფოს ყოველთვის მოყვება პოლიცია. „ამის გამო, ძირითადად, თავს იკავებენ გამოძახებისგან და დგება სიცოცხლის მოსპობის საფრთხე", - ამბობს გოგია.

აღსანიშნავია, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზედოზირებასთან დაკავშირებით, 2000 წლის 5 დეკემბრის ბრძანებაში ცვლილებები უკვე შეიტანა. ბრძანების ძველი რედაქციით, მოწამვლაზე ეჭვის შემთხვევაში, როდესაც პირი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, სამედიცინო დაწესებულებიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობის მიწოდება სავალდებულო იყო. ცვლილების მიხედვით, ზედოზირების შემთხვევაზე სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა სავალდებულო აღარაა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^