Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„კავკასიური სახლი": ჩვენთვის მიუღებელია რამე სახით ასოცირება პრორუსულ ორგანიზაციებთან

11 ივნისი, 2015 17:25

„კავკასიური სახლი“ ეხმაურება პროექტ www.damoukidebloba.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე", რომლის მიხედვითაც, „კავკასიური სახლი" აქტიურად თანამშრომლობს რუსული რბილი ძალის გამტარებელ „გორჩაკოვის ფონდთან“. „ლიბერალი" „კავკასიური სახლის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„კავკასიური სახლი"  არის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი სამშვიდობო ორგანიზაცია, რომელიც უკვე ათწლეულებია მუშაობს რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისა და უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშემწყობ ინიციატივებზე,  სახალხო დიპლომატიისა და კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო დიალოგში,  მჭიდრო კავშირები ჰქონდა და დღემდე ინარჩუნებს ჩრდილოეთ კავკასიასთან; როდესაც  საქართველოში ცოტა თუ ინტერესდებოდა მთის გადაღმა დატრიალებული ტრაგედიით „კავკასიური სახლი“ -  იღებდა, აბინავებდა და აპურებდა ჩეჩენ დევნილებს. ამის გამო რუსული მედიის მიერ რამოდენიმეჯერ ტერორიზმის ბუდედაც კი იყო მონათლული.

მეორე მხრივ, როგორც პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, ის ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთსა და საქართველოს შორის რაციონალურ პოლიტიკურ დიალოგს, სამოქალაქო დიპლომატიასა და საგანმანათლებლო პროგრამებს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობების უახლესმა ისტორიამ ცხადჰყო ამგვარი მიდგომის უალტერნატივობა. 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  ,,კავკასიური სახლისთვის" გასაკვირია  და სრულიად მიუღებელი, მისი რაიმე სახით ასოცირება პრორუსული რიტორიკითა თუ აქტივობებით გამორჩეულ ორგანიზაციებთან; მითუმეტეს აბსურდულია, მისი რაიმე სახის კავშირი „საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ თანამედროვე და ისტორიულ ფაქტებთან“, როგორც ეს პროექტის აღწერაშია აღნიშნული.

სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოებისათვის ესოდენ მგრძნობიარე საკითხის კვლევისას, ავტორებმა ვერ/არ გაითვალისწინეს ჩვენი  ორგანიზაციის წვლილი, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის მშვიდობიან განვითარებაში. როდესაც საზოგადოებრივი ჯგუფი თუ ინდივიდუალური პირი, ახდენს ვინმეს რაიმე სახით მხილებას, (ამ შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნა) ეს უკავშირდება ძალიან დიდ ადამიანურ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რაც, ვფიქრობთ, დასახელებული კვლევისას ნაკლებად იყო გათვალისწინებული. 

ასევე აღსანიშნავია, რომ ის სივრცე, საითკენაც საქართველო მიზანმიმართულად მიდის, ვგულისხმობთ ევროპული ტიპის სახელმწიფოსა და  სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალია ნებისმიერი სახის სტიგმისა და  სააზროვნო შეზღუდვებისგან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

damoukidebloba.com კვლევის თანახმად, ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ანტიდასავლური რიტორიკა სოციალურ ქსელებში, ონლაინმედიაში, ზოგიერთ რადიო და ტელეგადაცემაში. ანგარიშის ავტორთა შეფასებით, ამგვარი მიზანმიმართული ნარატივი უმეტესწილად სწორედ პრორუსული რიტორიკის პოპულარიზაციას ახდენს.

„გორჩაკოვის ფონდთან აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლი“, რომელმაც არაერთი კონფერენცია და შეხვედრა გამართა რუს და ქართველ ახალგაზრდებს შორის გორჩაკოვის ფონდთან თანამშრომლობით. შეხვედრები პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „კავკასიური სახლი “დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით „კავკასიური სახლის“, მისი წარმომადგენლების საქმიანობა და გამოსვლები არ ატარებს ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკას", - ვკითხულობთ კვლევაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^