Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალხაზ სონღულაშვილი: მიუღებელია ღმერთს დააბრალო სისასტიკე უდანაშაულო ცხოველების მიმართ

14 ივნისი, 2015 16:21

„სრულებით გაუმართლებელია, რომ ღმერთს დააბრალო სისასტიკე სრულებით უდანაშაულო ადამიანებისა და ცხოველების მიმართ“, - ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი „ლიბერალთან“ სტიქიით დაზარალებულებზე და გაკეთებულ შეფასებებზე საუბრობს.

„ბუნებრივი მოვლენების შედეგს, იმას, რაც ჩვენს თავს ხდება, ვერც ადამიანს დავაბრალებთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება ასეც მოხდეს და ვერც ღმერთს. ეს ის სამყაროა, რომელშიც ვცხოვრობთ. როდესაც ადამიანი იტანჯება, როდესაც თითოეული არსება იტანჯება დედამიწაზე, ღმერთი მასთანაა და არასდროს ტოვებს. ამ ბუნებრივი მოვლენების ღმერთზე, ადამიანზე, ადამიანის შეცდომაზე დაბრალება სრულებით მიუღებელია, შუასაუკუნეობრივ ობსკურანტულ აზროვნებას ასახავს და ქრისტიანულ თეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს“, - უთხრა „ლიბერალს“ მალხაზ სონღულაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^