მოქალაქის ზარის საფუძველზე ჩიქოვანის (ხილიანი) 35 ნომერში იაგუარს ეძებენ - ამის შესახებ „ლიბერალს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ფხალაძემ უთხრა.
„დაახლოებით 1 საათის წინ რამდენიმე ადამიანმა ნახა, ფოტოც გადაუღო, როგორ იჯდა ფეხით სავალ ბილიკზე. ახლა ძებნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სურათში კარგად არ არის გამოკვეთილი, რომ ნამდვილად იაგუარია, თუმცა ვეფხვზე პატარაა. ან პატარა ვეფხვია, ან იაგუარი" - უთხრა ფხალაძემ „ლიბერალს".
მისი განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია ცხოველთა მონიტორინგიის სააგენტოს თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.
ფხალაძე აღნიშნავს, რომ ამ დრომდე არავინ დაშავებულა.
„შპრიცსასროლი თოფები გვაქვს, რომ დავაძინოთ და თავშესაფარში გადავიყვანოთ, ვნახოთ, როგორ მოგეხერხდება. ცეცხლსასროლი იარაღით ჩვენ არ ვართ აღჭურვილი, მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება შესაძლოა სპეციალური დანიშნულების რაზმმამიიღოს, თუმცა ეს უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. მაქსიმალურად ვეცდებით, დავაძინოთ", - უთხრა ფხალაძემ „ლიბერალს".
ფოტო facebook-ის მომხმარებელმა გაავრცელა.