Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► ნარჩენები ვერეს ხეობის ზედა წელში - დაყრის დრო დაუდგენელია

15 ივნისი, 2015 17:58

ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერეს ხეობის ზედა წელში ნაგავი, ხე-ტყის და საყოფაცხოვრებო ნარჩენები  ყრია.  

„ლიბერალი" დაინტერესდა, ნაფეტვრებთან დაყრილი მასა სტიქიის ნარჩენებია თუ არა. როგორც „ლიბერალს" თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, მაგდა პოპიაშვილმა უთხრა, ინფორმაცია გუშინ გადაამოწმა: „კატეგორიულად მითხრეს, რომ სტიქიის შედეგად გატანილი მასალა ნაფეტვრებთან არ იყრება. იგი ნაგავსაყრელზე მიაქვთ".

თვითმხილველმა დათო თაბუკაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ გუშინ, დაახლოებით 17:00 საათისთვის, ნაფეტვრების ტერიტორიიდან, რესტორან „ნაფეტრვებთან“ მისვლამდე დასუფთავების 5 მანქანა მოვიდა, რომელიც ქალაქიდან მოტანილი შლამით და ნაშალი მასალით იყო დატვირთული.

„მე გავაჩერე და ვუთხარი, რა აზრი ჰქონდა ამ ნაგვის იქ დაყრას, თუ წვიმის შემდეგ ყველაფერს ვერეში ჩაიტანდა. მათ გვიპასუხეს, ახლა ეს ამ 5 მანქანით მოტანილი ნაგავი დაგვაყრევინეთ და შემდეგში გლდანის ნაგავსაყრელზე წავიღებთო. თქვეს, რომ ფორსმაჟორში მუშაობდნენ და გლდანამდე ნაგვის წაღებას დროებით აქ დაყრა არჩიეს“, - ამბობს თვითმხილველი.

„ლიბერალი“ ნაფეტვრის ტერიტორიიდან ფოტომასალას გთავაზობთ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^