Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძეს" - აქცია კანცელარიასთან დაიწყო

17 ივნისი, 2015 22:05

ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად აქციაზე ადამიანები უკვე იკრიბებიან. ამ წუთებისთვის რამდენიმე ათეული მოქალაქე კანცელარიის შენობასთანაა.

სამოქალაქო აქტივისტი პაატა  საბელაშვილი, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამბობს, რომ აქციის მთავარი მიზანი ზოოპარკის დირექტორისადმი სოლიდარობისა და  მხარდაჭერის გამოხატვაა.

"იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გაუმკლავდეს კრიზისულ სიტუაციას, ცდილობენ ზოოპარკის დირექტორს გადააბრალონ მომხადრი. სოლიდარობას ვუცხადებთ  ზურაბ გურიელიძეს და ვაპროტესტებთ მთავრობის უნიათობას", -ამბობს პაატა საბელაშვილი. 

აქცის ერთ-ერთი მონაწილეა კინომცოდნე თეო ხატიაშივილი. ის  ამობს, რომ მისი აქციაზე ყოფნის მთავარი მიზანია ზურაბ გურიელიძის  მხრადაჭრა. მას მიაჩნია, რომ  მომხდარის ზოოპარკის დირექტორისთვის გადაბრალებამ საზოგადოებას უსამართლობის განცადა გაუჩინა.

"ამ ადამიანის საქმიანობის მიმართ პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და მიმდინარე რთულ პერიოდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო თავისი ქმედებებით და ხელისუფლებას მოვუწოდებთ გონიერება გამოიჩინონ და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდინ კრიზისული ვითარების მართვას", -ამბობს თეო ხატიაშვილი.  

აქციის მონაწილის, ქეთევან ფირცხალაშვილის თქმით, ზურაბ გურიელიძეს მხარში დგომა სჭირდება და გამოძიების დრო არ არის, როცა კრიზისული ვითარება გაივლის, შემდგომ უნდა მოხდეს მომხრადის  შესწავლა და იმის გარკვევა თუ ვინ არის დამნაშავე. 

აქციაზე მოქალაქეების რაოდენობა თანდათან იზრდება. აქციის მონაწილეების კანცელარიის შენობასთან სასტვენებით არიან მისულები.  

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^