Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურისტი: ცხოველების მონიტორინგზე პასუხისმგებელი გურიელიძე კი არა, შსს იყო

17 ივნისი, 2015 22:32

"ზურაბ გურიელიძის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, დადგეს, თუკი მან ზოოპარკის ბალანსზე არსებული ცხოველების შესახებ შსს-ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სხვა შემთხვევაში არ შეიძლება მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, იმიტომ, რომ სამაშველო ღონისძიებების წარმართვაზე პასუხისმგებელი გურიელიძე არ ყოფილა. თუ ეს ბრალი ვიღაცამ თვითებურად დააკისრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სწორია", - ამის შესახებ "ლიბერალს" იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შაბათს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველებზე კონტროლი აღარ აქვს და ვითარებას შსს აკონტროლებდა. იურისტის შეფასებით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს შეეძლო, შსს-სთვის ზოოპარკის ბალანსზე არსებული ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. ბურჯანაძის თქმით, გურიელიძე ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო უწყებების დამხმარე იყო და შესაბამისად, ცხოველების რაოდენობის შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობაც არა მას, არამედ შსს-ს და კრიზისების მართვის საბჭოს ეკისრება.

გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, შსს გარეთ მყოფი ცხოველების შესახებ გურიელიძის განცხადებას არ უნდა დაყრდნობოდა, მას თავად უნდა მოეძიებინა ინფორმაცია, რადგან ეს უწყება იყო ამაზე პასუხიმგებელი, ის ახორციელებდა სამაშველო სამუშაოებს და აკონტროლებდა ვითარებას. 

"გურიელიძეს, როგორ შეიძლება, დაყრდნობოდნენ, ზოოპარკის ადმინისტრაცია ცხოველებს ხომ არ ეძებდა, ცხოველებს ეძებდა შსს, რომელიც არის  მთლიანად სამაშველო პროცესზე პასუხისმგებელი. გურიელიძეს თუ ჟურნალისტმა რაღაც ჰკითხა და მან ეს განცხადება გააკეთა, ეს მისი მოსაზრებაა და სახელმწიფო უწყებები ვერ დაეყრდნობოდნენ მას. მაშინ გურიელიძე მინიმუმ სამაშველო პროცესზე პასუხიმსგებელი უნდა ყოფილიყო. მან მხოლოდ ის იცოდა, რამდენი და რომელი ცხოველები ჰყავდა ზოოპარკს მანამდე და არა ის, რამდენი იყო დაკარგული და რამდენი - ნაპოვნი", - განმარტავს იურისტი.


 





კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^