Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟორჟოლიანი: მთის საკითხებში მინისტრის პოსტის შემოღების თემას უმრავლესობა ტაშით შეხვდა

22 ივნისი, 2015 17:43

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობისა და მისი აპარატის შექმნის შესახებ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების წინადადებას საპარლამენტო უმრავლესობა სრულად შეუერთდა, მისი ყველა ფრაქცია, ტაშის გრიალით შეეგება, - ამბობს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი. 

როგორც ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა საარჩევნო ოლქების ცვლილებებს, რომელიც მისი თქმით,  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების კავშირს ასუსტებს.

„სამწუხაროდ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ მუნიციპალიტეტების რესურსი და კომპეტენცია შეზღუდულია და სწორედ ამიტომ, ვიღებთ კანონს, სადაც ცენტრალური ხელისუფლების როლი მაღალმთიან რეგიონებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისათვის გამოკვეთილია, შესაბამისად, გაუგებრობა რომ არ იყოს საზოგადოებისათვის ისტერიკაა , რომ არანაირი დამატებითი ხარჯი, ყველაფერი უნდა შევამციროთ და არაფერი არ დავხარჯოთ. მერე როგორ უნდა განვავითაროთ, თუ არ დავხარჯავთ", - ამბობს ჟორჟოლიანი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^