Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს

29 ივნისი, 2015 13:01

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს. ამის შესახებ პრემიერმა „ასავალ-დასავალთან~ საუბარში განაცხადა.

რაზე დგას ქართული სახელმწიფო? – ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეფუძნოს. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი“ - თქვა პრემიeრმა.

მისი განცხადებით, ქართველები მთელ მსოფლიოში ენით, დამწერლობით, კულტურით, ისტორიით, გაუტეხელი სულითა და ბუნებით გამოირჩევიან.

„ქართველობა საამაყოა, იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა. ჩვენი წინაპრები საკუთარ „მე“-ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყველაზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებდნენ. დღეს კი გახედეთ, რა ხდება – ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგეებიან, მხოლოდ პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ" - ამბობს პრემიერი.

26 ივნისს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინება ქვეყნის 50-ვე შტატში დაკანონდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პატრიარქი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთსქესიანთა ქორწინება დიდი შეცდომაა".

პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, საქართველოს ყველა მეგობარმა და პარტნიორმა ზურგი რომ აქციოს, იგი მაინც იტყვის, რომ „ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა".

„დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა Facebook. სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ტაში შემოკრეს. რა ვქნა, თუ ამ სიხარულს ვერ შევუერთდები. ზოგიერთი კრიტიკას არ დაიშურებთ, ქარ-ცეცხლში გამატარებთ, მაგრამ როგორც საჯარო პირს აზრის თავისუფლება მრჩება" - განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^