საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში (სსკ 108-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო.
როგორც „ლიბერალს“ სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ კოჭლაშვილი დამნაშავედ დანარჩენ ორ ბრალში ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კოჭლაშვილს განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი ცემის (სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნივთის დაზიანება ან განადგურების (187-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი.
ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.