ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მუნიციპალური თავშესაფრიდან გამოყვანილი ლეკვების გაჩუქების აქცია დაიწყო - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„თავშესაფრიდან გასული ლეკვები, უსაფრთხოა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე სხვა ცხოველებისთვის, მათ ჩატარებული აქვთ ლაბორატორიული გამოკვლევები, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია, არიან სრულიად ჯანმრთელი და იდენტიფიცირებული საჭდის სახით" - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერია აცხადებს, რომ ლეკვის ჩუქების შემთხვევაში პატრონს ადგილზე გადაეცემა სარეგისტრაციო მოწმობა.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ზრუნავს მსგავსი მიზნით მუნიციპალური თავშესაფრიდან გაჩუქდეს რაც შეიძლება მეტი ცხოველი,მოხვდნენ გარემოში სადაც მათზე იზრუნებენ და არ აღმოჩნდებიან ისევ ქუჩაში.
ლეკვების გაჩუქება გაიმართება ყოველ კვირას მთაწმინდის პარკში. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ჩაერთონ ცხოველებზე ზრუნვაში" - აცხადებს მერია.