Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტუდენტებს, რომლებმაც გრანტი ვერ მიიღეს, გამოცდების ცენტრი დასაქმებას სთავაზობს

10 სექტემბერი, 2015 16:01

იმ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაბამისი ტრენინგებისა და ტესტირების გავლის შემდეგ ბაკალავრიატის დასრულებამდე დროებით დასაქმებას სთავაზობს.

„ხშირად ახალგაზრდები საკმაოდ მძიმე სამუშაო გრაფიკსაც თანხმდებიან ხოლმე, რაც პრაქტიკულად აღარ უტოვებს მათ სწავლისათვის საჭირო დროს. ცენტრი ასეთ სტუდენტებს თანამშრომლობას სთავაზობს", - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ინფორმაციით, სფეროები, რომლებშიც სტუდენტები დასაქმდებიან, შეიძლება იყოს გამოსაშვები გამოცდების მეთვალყურეობა, არაკონფიდენციალური მონაცემების დამუშავება და ა.შ.

„პირველ ეტაპზე პროექტში რამდენიმე სახელმწიფო სასწავლებლის (თსუ, სტუ, ილიაუნი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია) ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. ცენტრმა სასწავლებლებს უკვე მიმართა თხოვნით, რომ 20 სექტემბრამდე მიაწოდონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ამ სტუდენტების სია და გაუწიონ მათ შესაბამისი რეკომენდაცია. სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნებს და სურვილი აქვთ დაიწყონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობა, შეუძლიათ მიმართონ ფაკულტეტის ან სასწავლებლის ადმინისტრაციას", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^