Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ციპრასმა არჩევნები ისევ მოიგო - მემარცხენე ლიდერი საბერძნეთის მთავარ ფიგურად რჩება

21 სექტემბერი, 2015 13:09

საბერძნეთის მემარცხენე პოლიტიკური ლიდერი ალექსის ციპრასი მთავრობაში ფურორით დაბრუნდა - მან კვირას გამართულ ვადამდელ არჩევნებში კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპის ყველაზე რადიკალი მემარცხენე ლიდერი საბერძნეთის მთავარ პოლიტიკურ ფიგურად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეს მას საკუთარი პარტიის წევრები გაემიჯნენ.

„დღეს ევროპაში საბერძნეთი და ბერძენი ხალხი არის სინონიმი გამძლეობისა და ღირსების. ეს ბრძოლა სრული საარჩევნო ციკლის განმავლობაში გაგრძელდება. მე ოთხი წლით ვრჩები“, - მიმართა ათენის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ამომრჩევლებს ალექსის ციპრასმა.

მემარცხენე ლიდერს არ დაუზუსტებია როგორ აპირებს საბერძნეთი 97 მილიარდ დოლარის ოდენობის ვალის გასტუმრებას, თუმცა მისი პარტია „სირიზას" წინასაარჩევნო კამპანია ამ თემაზე იყო აწყობილი.

„ჩვენ წინ სირთულეები გველის, მაგრამ ვიცი, საით მივდივართ. მთავარია მყარად ვდგავართ და გვაქვს პერსპექტივა. სიტუაციიდან სასწაული ვერ გამოგვიყვანს - ყველას ერთად მძიმე შრომა მოგვიწევს“, - განაცხადა ალექსის ციპრასმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^