Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაკა ასათიანი: „მაესტროს" მიზანმიმართულ გაკოტრებაზე გაჩეჩილაძის განცხადება მცდარია

22 სექტემბერი, 2015 13:15

„სტუდია მაესტროს" 25%-იანი წილის მფლობელი, მაკა ასათიანი ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის („უცნობი") განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის გამოც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, სასამართლოსთვის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების მოთხოვნით მიემართათ. გაჩეჩილაძის თქმით, ხდება ტელეკომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება, რათა ის გაიყიდოს და უცხოელების ხელში აღმოჩნდეს.

მაკა ასათიანის განცხადებას IPN ავრცელებს:

„როგორც ცნობილია, შპს „სტუდია მაესტროს" მენეჯმენტმა მიმართა სასამართლოს გადახდისუუნარობის და გაკოტრების მოთხოვნით. ჩემთვის და ასევე კომპანიის ყველა პარტნიორისათვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მოცემულ შემთხვევაში ასეთი მიმართვა არ წარმოადგენდა კომპანიის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ ეს გახლდათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი, აუცილებელი ვალდებულება, რომლის დარღვევა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ამდენად, შპს „სტუდია მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორის განცხადება მოულოდნელობაზე ან/და ტელეკომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაზე არის გაუგებარი, მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი.

სამწუხაროა ისიც, რომ ეს განცხადება შპს „სტუდია მაესტროს" პარტნიორმა გააკეთა კონკურენტი ტელეკომპანიების ეთერის საშუალებით.
ასევე ძალზე პოპულისტურია ამავე პარტნიორის განცხადება რეაბილიტაციის გეგმის თაობაზე, რადგან, სამწუხაროდ, მას სინამდვილეში არ შემოუთავაზებია პარტნიორებისა და მენეჯმენტისათვის რაიმე კონკრეტული და რეალისტური გეგმა.

ვაფასებთ თითოეული პარტნიორის წვლილს „ტელემაესტროს" განვითარებაში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არავის აძლევს უფლებას მოხდეს კანონის და სამართლებრივი პროცედურების იგნორირება.

რაც შეეხება „ტელემაესტროს" მიმდინარე საქმიანობას და მომავალს, მე, როგორც "მაესტროს" ერთ-ერთი პარტნიორი, პირობას ვდებ საზოგადოების და ტელემაესტროს კოლექტივის წინაშე, რომ კანონის სრული დაცვით გავაკეთებ ყველაფერს, რათა ამ სამართლებრივმა პროცესებმა ხელი არ შეუშალოს ტელევიზიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას და შემდგომ განვითარებას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ტელემაესტროს" არც მიმდინარე და არც სამომავლო ფუნქციონირებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. 

მიმდინარეობს ძალზე ჩვეულებრივი, აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისაგან", - აცხადებს მაკა ასათიანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^