Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება უგულავას საქმეში ნათლად გამოიკვეთა

09 ოქტომბერი, 2015 13:44

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის მესამე ანგარიში გამოაქვეყნა.

მათი თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლები მუდმივად ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს და პროცესზე განვითარებულ მოვლენებს მათი შემდგომი შეფასების მიზნით აღწერდნენ.

TI-ს განცხადებით, მესამე ანგარიში მოიცავს 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდს. დაკვირვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა, სადაც ბრალდებულები იყვნენ წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირები: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია და სხვები.

TI-ს განცხადებით, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ტენდენციები და ფაქტები:

  • საქმეთა განხილვისას მედია საშუალებებს არ შექმნიათ პრობლემა სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთებისას, ისინი შეუფერხებლად ახდენდნენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზებას.
  • ხდებოდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წესის ბოროტად სარგებლობა.  წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების პრობლემა ნათლად გამოიკვეთა გიგი უგულავას საქმეში. იგი წინასწარ პატიმრობაში წელიწადზე მეტი ისე იმყოფებოდა, მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ ყოფილა დამდგარი.
  • გიგი უგულავას მიმართ განხორციელებული ქმედებათა ქრონოლოგია და აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე საკანონმდებლო ხარვეზის ბოროტად გამოყენება პროცესის პოლიტიკური მოტივებით წარმართვაზე მიანიშნებდა. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურის მთავარ მიზანს იმ მომენტისთვის ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება წარმოადგენდა.
  • კანონმდებლობით არ იყო დადგენილი გამოძიებისა და სასამართლოში საქმის წარმოების მაქსიმალური ვადა, კანონი მხოლოდ გონივრული ვადის სტანდარტს ადგენდა. დაკვირვებულ საქმეებში აღნიშნული სტანდარტი არაჯეროვნად გამოიყენებოდა და ზოგიერთ შემთხევაში ადგილი ჰქონდა საქმის სასამართლოში განხილვისას პროცესის გაჭიანურებას, რაც, ბრალდებულთა ინტერესებს აზიანებდა. აღნიშნული პრობლემა გარკვეულწილად გადაჭრა 2015 წლის 8 ივლისის ცვლილებებმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა.
  • როგორც ბრალდების ასე დაცვის მხარის მიერ რიგ საქმეებში ხდებოდა პროცესის ხელოვნური გაჭიანურება. პროცესის გაჭიანურების მცდელობა განსაკუთრებით დაუშვებელია პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან, ამით ბრალდებულის სწრაფი მართლმსაჯულების განხორიციელების უფლების ცალსახა ხელყოფა ხდება. ყალბი მიზეზებით სხდომების ხელოვნურად გადადება პირდაპირ პროკურატურის, როგორც ინსტიტუტის, იმიჯს ლახავს და მისი საქმიანობის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს.
  • გახმაურებული საქმეები დაძაბული პოლიტიკური პროცესის ფონზე მიმდინარეობდა. რიგი თანამდებობის პირების კომენტარები პირდაპირ და უხეშად არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თანამდებობის პირების კომენტარებმა, რომლებიც მიმდინარე გახმაურებულ პროცესებსა და მათში მონაწილე ბრალდებულებს შეეხება, შესაძლოა, სასამართლოზე ნეგატიური გავლენა მოახდინონ.
  • საქმეთა განაწილების დღეს მოქმედი წესი ხარვეზიანია. იგი განჭვრეტადია და ამასთან შესაძლებელია გარკვეული მანიპულაციაც, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. იგი რეალურად იძლევა შესაძლებლობას წინასწარ განისაზღვროს თუ რომელი მოსამართლე რომელ საქმეს განიხილავს. აღნიშნული პრობლემა პრაქტიკაში კითხვის ნიშნებს აჩენდა მოსამართლეებზე კონკრეტული საქმის დაწერასთან დაკავშირებით.
  • მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მოწმეთა განცალკევების საკითხი. როგორც წესი, საქმის განხილვისას ვერ ხერხდებოდა მოწმეთა ერთმანეთთან კომუნიკაციის სათანადოდ თავიდან აცილება. საქმეზე დაბარებული მოწმეები სხდომის დაწყებას დერეფანში ერთად ელოდებოდნენ და საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ.
  • რამდენიმე ბრალდებულმა მათ მიმართ კანონის დარღვევის შესახებ გააკეთა განცხადება. მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აშკარად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფაქტებზე ხდებოდეს შესაბამისი რეაგირება.
  • გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დარბაზში წესრიგის დაცვა. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პრობლემა სისტემატიურ ხასიათს არ ატარებდა.
  • რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ყველა დაინტერესებულ პირს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა სხდომას. მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში სხდომის დარბაზის სივიწროვე, ზოგ შემთხვევაში კი დამსწრეთა დიდი რაოდენობა იყო.
  • პრობლემას წარმოადგენდა სასამართლოზე პირველი წარდგენის სხდომის საჯაროობა, რადგან სასამართლოს ოფიციალურ განრიგში ინფორმაცია სხდომის თაობაზე ყოველთვის არ ქვეყნდებოდა. მონიტორინგის ჯგუფი მედია საშუალებებით ცდილობდა ინფორმაციის მოძიებას სხდომის შესახებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^