Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მწვანე ალტერნატივა: ხუდონჰესის ელ.ენერგიის შესასყიდად დადგენილი ტარიფი ძალიან მაღალია

15 ოქტომბერი, 2015 15:23

„ხუდონჰესთან“ დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას, „Trans Electrica Limited (BVI)“-ს, „Trans Electrica Georgia“ LTD-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობა „ხუდონჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტოენერგიის სრული რეალიზაციის ვალდებულებას იღებს. მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 წლის განმავლობაში რეალიზაცია სრულად განხორციელდება სს ელექტროენერგეტიკული სისტემების კომერციულ ოპერატორზე, ქვემოთ მოცემული ტარიფების მიხედით:

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლმა, ირაკლი მაჭარაშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ მოცემული ტარიფი მაღალია და თუ ის სამომხმარებლო ტარიფში აისახა, დენი აუცილებლად გაძვირდება.

„ჩვენი ტარიფი შედარებით დაბალია იმის ხარჯზე, რომ მის დიდ ნაწილს შეადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი „ენგურჰესიდან" და „ვარდნილჰესიდან" მიღებული ელექტროენერგია, რომლის ღირებულება 1.187 და 1,17 თეთრია. „ხუდონჰესის" ენერგიის შესყიდვა სახელმწიფოს 10.5 ცენტად ანუ დაახლოებით 25 თეთრად მოუწევს. ამის ასახვა სამომხმარებლო ტარიფში, ბუნებრივია, გაგვიძვირებს ტარიფს. ეს არის ბევრად ძვირი იმაზე, რა ფასადაც ვიღებთ დენს თბოელექტორსადგურიდან, რომელსაც ფლობს რუსული კომპანია, ასევე რუსეთიდან იმპორტირებულ დენის ტარიფზე“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, ის ფატი, რომ შესასყიდი ფასი დაფიქსირებულია დოლარში, ხოლო ქართული მხარე მას ლარში ყიდულობს, „ეს ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების შემთხვევაში, დენი კიდევ უფრო მეტად გაძვირდება“.

მისივე თქმით, ის, რომ მთავრობა ვალდებულებას იღებს, აუცილებლად შეისყიდოს ელექტროენერგია ამ კომპანიისგან, ნიშნავს, რომ უმცირებს მას კომერციულ რისკს და, პრაქტიკულად, ქვეყნის ბიუჯეტიდან ახდენს პროექტის სუბსიდირებას.

„ლიბერალთან“ საუბრისას „ტრანს-ელექტრიკის“ ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა აცხადებდა, რომ კომპანია „ხუდონჰესის" მშენებლობის დაწყებას 2017 წლიდან აპირებს. მისი თქმით, წინა მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება, მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება.

„ინვესტორი კომპანია იღებს ვალდებულებას, შესაბამისი უწყებებიდან მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების შეთავსების ანგარიშზე დასკვნა და მშენებლობის ნებართვა. საბოლოოდ მშენებლობის დაწყებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში 2017 1 მაისამდე“, - ამის შესახებ კი ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების თანახმად,  მშენებლობის დროს დასაქმებული ადამიანების 75% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, სახელმწიფოს მიეცა უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს - მშენებლობის დაწყებამდე, პროცესში თუ დასრულების შემდეგ, შეიძინოს 20% და გახდეს მისი მფლობელი“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

სამინისტროს ცნობითვე, ინვესტორი კომპანია ვალდეული იქნება, მემორანდუმში ცვლილებების შეტანიდან 3 თვის ვადაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დააფუძნოს ახალი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა ვინაობა საჯარო იქნება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები მას სრულად გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორი კომპანია Trans Electrica Limited (BVI) ე.წ. ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე 2008 წელს არის რეგისტრირებული.  

ინვესტორი კომპანია „ხუდონჰესის“ მშენებლობის დაწყებას 2017 წლიდან გეგმავს

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 სექტემბერი
16 სექტემბერი

გიორგი გახარია - ბევრ საოცარ რამეს ამბობ ...

გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ანაკლიის პორტის ორ მსხვილ ინვესტორს ...
16 სექტემბერი
16 სექტემბერი

ჭავჭავაძეზე ვარაზის ხევიდან „პიქსელის" შ ...

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან „პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხ ...
13 სექტემბერი
13 სექტემბერი

19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდ ...

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საქართველოს 19 საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ განათლებ ...
^