Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თავდაცვის სამინისტრომ „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ ტანკი, ტროტილი და დეტონატორები გამოყო

20 ოქტომბერი, 2015 11:05

„ჩემი ცოლის დაქალების“ მე-8 სეზონის პირველი სერიის გადაღებისთვის, თავდაცვის სამინისტრომ შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენს“ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო ტექნიკა და მასალა გამოუყო.

მთავრობის 2015 წლის 12 ოქტომბრის №2183 განკარგულების მიხედვით, „ფორმულა პროესკო ფროდაქშენისთვის“ გამოყოფილი მასალების ჩამონათვალი ასეთია:

ტანკი „T-72“ – 1 ცალი;

ავტომანქანა „კრაზი“ – 2 ცალი;

ტოიოტა „ჰაილუქსი“ – 1 ცალი;

აკმ-ის ფუჭი ვაზნა - 300 ცალი;

ლპს-ის ფუჭი ვაზნა - 100 ცალი;

საველე ფორმა (ხალათი, შარვალი, კეპი, მაისური, ქამარი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი) - 3 ცალი;

M-4-ის ფუჭი ვაზნა - 1000 ცალი;

THR-0,454 გ-იანი ბლოკი (ტროტილი) - 20 ცალი;

კაფსულა დეტონატორის კდ-8 (ალუმინის გარსით) – 70 ცალი;

ტორტილი (პლასტიდი PHF-89) – 1 ცალი;

სადეტონაციო ზონარი M-456 – 100 მეტრი;

საკვამლე კოჭა M-18 -20 ცალი;

საკვამლე კოჭა (თეთრი) – 24 ცალი;

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, „ფორმულა პროესკო ფროდაქშენმა“, სამინისტროს აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, 2 301 ლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში თავდაცვის სამინისტრომ მსგავსი სახის მასალა  ტელეკომპანია GDS-საც გადასცა.

როგორც შესაბამისს განკარგულებაში იყო აღნიშნული, თავდაცვის სამინისტრო „სათანადო დახმარებას“ GDS-ს სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონის და ასევე, ახალი მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით გადასცემდა.

„ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ მასალის გადაცემის შესახებ გამოცემული განკარგულებისგან განსხვავებით, GDS-ის განკარგულებაში მითითებული არ იყო, თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული მომსახურებისთვის ტელეკომპანია GDS-სგან თანხას მიიღებდა თუ არა. 

როგორც მოგვიანებით „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, GDS-მა თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ რესურსში 293 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ლიბერალმა“ თავდაცვის სამინისტროდან გადახდის ქვითარი მიიღო. აღნიშნული საჯარო ინფორმაცია „ლიბერალმა“ 29 აპრილს გამოითხოვა, თანხა კი GDS-მა 15 მაისს გადაიხადა. GDS-სთვის „სათანადო დახმარების" შესახებ განკარგულება მთავრობამ 24 აპრილს გამოსცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^