Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამია: ხელისუფლება პირადი ურთიერთობების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით მემუქრება

21 ოქტომბერი, 2015 18:50

ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და პირადი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

„კურიერის" საგანგებო გამოშვებაში გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმიდან განზე გადგომას სთხოვენ, რის გაკეთებასაც არ აპირებს.

„მითხრეს, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას ხალვაშს მიაკუთვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება. მოთხოვნა იყო, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც, თავისთავად, ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებ. ამის საპასუხოდ, მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და მათი ამერიკაში გაშვება ვერ მოვასწარი; არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომლებიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება; არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის - სააკაშვილთან და ეს აუცილებლად გამოქვეყნდება. ამასთან, მე ვიქნები პერსონალურად განადგურებული კოლეგებისა და ქვეყნის თვალში" - თქვა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა ამაზე საჯაროდ საუბარია. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა პირად კეთილდღეობასა და კომფორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე.

„მივმართავ ხელისუფლებას - ატვირთეთ, რაც გნებავთ. ჩემთვის ღრმად სულერთია.  ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი პირადი ცხოვრებაა და არავის ეხება სხვას. თუ მე ვარ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების მსხვერპლი, ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე" - თქვა გვარამიამ.

„რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესი ხვალ, 10 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^