Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

FACEBOOK-ზე ენმ-ს მიმართ სადღობელაშვილის მოწოდების გამო გამოძიება დევნის მუხლით დაიწყო

22 ოქტომბერი, 2015 19:52

ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" წარმომადგენელმა ლადო სადღობელაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ძალადობრივი მოწოდების შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა. იგი საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლებას პარტიის წევრებზე ფიზიკური თავდასხმისკენ მოუწოდებს.

„ლიბერალმა" ლადო სადღობელაშვილის მოწოდების საკითხზე შსს-ს კითხვით მიმართა. მოგვიანებით, შსს-ს პრესსამსახურმა „ლიბერალს" აცნობა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც დევნას ითვალისწინებს.  

სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. იგივე ქმედება:

ა) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;

ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^