Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუბარი თოფაძეზე: სტალინი პირველ რიგში მას მიადგებოდა, როგორც კაპიტალიზმის გადმონაშთს

28 ოქტომბერი, 2015 17:20

„სტალინი რომ მოვიდეს, პირველ რიგში, გოგი თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააკულაკებენ და გააციმბირებენ; თქვენთან და ჩემთან მოვლენ მეორე და მესამე რიგში“, - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გოგი თოფაძეს პასუხობს.

„მაესტროს ფაქტორში“ სტუმრობისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ „მალე საქართველოში სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, იმიტომ რომ ის იყო გენიალური პიროვნება, მე-20 საუკუნეში აღიარებული“.

მან ამავე გადაცემაში სტუმრად მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი წამებისა კადრების გამო გააკრიტიკა.

„ბატონო გოგი, წამებაზე როგორ ლაპარაკობთ, სტალინის მეხოტბე ხართ“, - ასე უპასუხა კანდელაკმა თოფაძის რეპლიკას.

კანდელაკის საპასუხოდ თოფაძემ აღნიშნა, რომ მალე ყველა მიხვდება, რომ სტალინმა დიდი სიკეთე გააკეთა.

„მას მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ დიდ პიროვნებად. კანდელაკია თუ ვიღაც, რა უფლებით ლანძღავს სტალინს, გეკითხებით მუსოლინის ძეგლი რატომ დგას იტალიაში?

მგონია, რომ სტალინი იყო სიმბოლო საქართველოსი, ჩინეთში ჩასული რომ იყო ჩვენი დელეგაცია, თან გადაყვნენ, სტალინის ქვეყნიდან არიანო. მე მიმაჩნია, ის იყო საქართველოსთვის საამაყო ადამიანი... ჩემი თანაგუნდელები და ჩემნაირი ხალხი ყველა არის ამ აზრზე, რომ სტალინი იყო გამოჩენილი პიროვნება. არ აქვს უფლება არც ერთ ქართველს, ასე ხელაღებით ილაპარაკოს სტალინზე“, - თქვა თოფაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^