Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ სააკაშვილი: როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება

30 ოქტომბერი, 2015 11:22

საქართველოს ექსპრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შესახებ განცხადებას Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

„თავისუფალი სიტყვის ბოლო ციხესიმაგრის დაცვა საქართველოს ყოფნა არ ყოფნისთვის ბრძოლის ტოლფასია. ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას ვისაც ამის ძალა და შესაძლებლობა შესწევს. თუ გვინდა, რომ საქართველოს მომავალი გააჩნდეს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პუტინის სცენარით საქართველოში თავისუფალი აზრის ჩახშობა. თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ჩვენ ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. როცა დემოკრატიას კლავენ, მას ფიზიკური დაცვა სჭირდება, ამას გვასწავლის ევოპული დემოკრატიის ისტორია. სწორედ ასე, უხეში ძალის წინაშე მშვიდობიანი წინააღმდეგობით დაიცვა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი თავისუფლება. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით, მან უკვე ყველა დაარწმუნა, რომ ყველაფერზეა წამსვლელი. ბოლო განცხადებების ფონზე, უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროვინციელი დიქტატორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლასაც კი არ მოერიდება. მაგრამ, თუ ჩვენ ღირსებას შემართებით დავიცავთ და არ დავთმობთ თავისუფლებას, მისი ხვედრი ზუსტად იგივე იქნება რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა.

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

უკრაინული ვებგვერდი Українська революція, სავარაუდოდ, საქართველოს ექპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „რუსთავი 2-ის" დირექტორ ნიკა გვარამიას შორის, ასევე სააკაშვილსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობათა მდივან გიგა ბოკერიას შორის სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებს ავრცელებს.

პირველ აუდიოჩანაწერში გვარამია და სააკაშვილი „რუსთავი 2-ის" სასამართლო პროცესის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, სადაც ექსპრეზიდენტი ტელეკომპანიის დირექტორს „რევოლუციორი სცენარით წასვლისკენ" მოუწოდებს.

„უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, ხალხს უნდა მოუწოდოთ დაცვისკენ. გააკეთეთ ბარიკადები. მოიმარაგოთ წყალი.. ჩვეულებრივად უნდა იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი. გარშემო უნდა დააწყოთ დიდი ბარიკადები. რკინები, ისინი ესენი უნდა დააწყოთ. ჩვეულებრივი ციხესიმაგრე უნდა გააკეთოთ. დაცვის ხაზი, კარვები. სხვა გზა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაყოთ და ა.შ. ახლავე უნდა დაიწყოთ მშენებლობა. შემდეგი სცენარი იქნება შემოსვლა და აღება. ეს არ უნდა დაუშვათ, 1500-2000 კაცს ყოველთვის იშოვით რომ გაამაგროთ, როგორც კი გამაგრდება ერთი კვირა, ძან გაუჭირდებათ. იშოვეთ ბოევიკები, ვინც დაიცავენ, თორემ აუცილებლად სროლით დამთავრდება" - ამბობს პირი, რომელიც, წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილია.

გვარამიას თქმით კი თანამშრომლები დაბნეულები არიან და „აღსრულების ნაწილის ეშინიათ". 

„გასაგებია, გავიგე. მე შემოსავალში გამიჭირდება და უნდა დამეხმაროთ" - ამბობს პირი, რომელიც წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამიაა.

მოგვიანებით, ნიკა გვარამია აუდიოჩანაწერებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა და ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა: „როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ შენ მოიგონეო? :)
big brother is watching/listening/etc us :) ps ვაიბერია ეს, btw" - წერს გვარამია. 

21 ოქტომბერს ნიკა გვარამიამ „კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისა და პირადი სატელეფონო საუბრების გამოქვეყნებით ემუქრებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^