Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

30 ოქტომბერი, 2015 15:39

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.

„მხარეებმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარების კუთხით.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა საუბრისას  რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

გიორგი მარგველაშვილმა  მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს  ქვეყნებს შორის მომავალ  თანამშრომლობას", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^