Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ქორიძე: „მოსამართლის გადასაწყვეტი არაა, რა გავა „რუსთავი 2-ის“ ეთერში“

06 ნოემბერი, 2015 14:06

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მოსამართლე ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილების იმ ნაწილს აფასებს, რომლითაც მოსამართლე ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლას ასაბუთებს. როგორც მან „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, „რუსთავი 2-ს“ მაუწყებლობის ლიცენზია აქვს და თავისი პრიორიტეტების მიხედვით თავად აქვს განსაზღვრული, რა გავა ეთერში. შესაბამისად, მოსამართლის გადასაწყვეტი არ არის, რა გავა ტელევიზიის ეთერში.

„ტელეკომპანიას აქვს თავისი ვალდებულებები და თუ არ შეასრულებს, თუ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, მაშინ სხვანაირად განიხილება მისი საქმე. ამას მოსამართლის განჩინებები არ სჭირდება, ისე შეიძლება მიიღოს მის საწინააღმდეგოდ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვეტილება".

ქორიძის განმარტებით, „რუსთავი 2-ის" შემთხვევაში ასეთი პრობლემა არ ყოფილა და თუკი მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პრევენციისთვის მიიღო, მას არც ამის ვალდებულება ჰქონდა. თუმცა ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია.

„ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მერე, რამდენად სცდება მოსამართლის გადაწყვეტილება კანონის საზღვრებს. გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, უფრო მეტად ხომ არ ახდენს საკითხისა და თემის პოლიტიზებას, ვიდრე კონკრეტული სამართლებრივი დავა, თუ ვის ხელში იქნება „რუსთავი 2-ის" წილები“.

ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით  მოსამართლემ, პრაქტიკულად,  ხელი შეუწყო პროცესს, რომლითაც შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განვითარდეს. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება რთული აღსასრულებელია, რადგან დღეს მოქმედი მენეჯმენტი და ჟურნალისტები კატეგორიულად აცხადებენ, რომ ტელევიზიას  არ დატოვებენ და გუშინდელი გადაწყვეტილების მართებულობას არ მიიღებენ. შესაბამისად, თუკი ხელისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს, მას გარკვეული რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება აუცილებლად დასჭირდება. ქორიძე ამბობს, რომ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასაც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.

„სწორედ ესაა მანიშნებელი იმისა, რომ შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისი განვითარდეს. ამის ნიშნები უკვე იკვეთება. თუმცა არ მინდა პროცესების ზედმეტი დრამატიზება. სასამართლო არ დაელოდა წილების საკითხის გარკვევას, ისე შეცვალა მენეჯმენტი. ამ ეტაპზე მენეჯმენტის შეცვლის ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო ურთმელიძემ, სერიოზული ნაღმია, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, ამის თავიდან აცილებაზე უნდა ვიფიქროთ".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე 5 ნოემბერს გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობაზე, მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს - გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად „რუსთავი 2-ის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. 

უფლებამოსილება შეუჩერდათ "რუსთავი 2-ის" ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიასაც და მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე განჩინებაში საუბრობს საფრთხეზე,  რომ შესაძლოა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" მხოლოდ სასამართლო დავის გარშემო არსებული საკითხები გააშუქოს. მოსამართლის განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს საწარმოს რეიტინგზე და მის ფინანსურ საკითხებზე უარყოფითად აისახება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^