Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF: GDS-ს, მაესტროსა და 1TV-ს შორის გამოტოვებული თემების მხრივ მსგავსება გამოიკვეთა

11 ნოემბერი, 2015 13:29

„მედიის განვითარების ფონდი" (MDF) ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემების სარედაქციო პოლიტიკის 1-16 ოქტომბრის პერიოდის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის თანახმად, საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია".

მონიტორინგის შედეგების თანახმად, პრიორიტეტული თემების გაშუქების მხრივ რუსთავი 2-ისა და ტაბულას საინფორმაციო გამოშვებების ბადეები მეტად ემთხვეოდა ერთმანეთს, ამასთან საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაესტროსა და GDS-ს, ასევე ნაწილობრივ იმედს შორის გამოტოვებული თემების  მხრივ მსგავსება გამოიკვეთა.

  • „მაგალითად, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის დედის მიმართ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება, რომელიც მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდა, რუსთავი 2-ის და ტაბულას გარდა, არცერთ არხს არ გაუშუქებია; ხოლო 7 ნოემბრის საქმის მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტი, რამაც თავად მოსამართლეთა კოლეგიაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მხოლოდ იმედმა, რუსთავი 2-მა და ტაბულამ გააშუქეს.საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-ში ვიზიტის დროს გაკეთებული კომენტარი რუსთავი 2-სა და მედია გარემოსთან დაკავშირებით  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მაესტრომ, ტაბულამ და GDS-მა არ გააშუქეს.
  •         გაზპრომის საწინააღმდეგო პლაკატის გაკვრის გამო ტაბულას რედაქტორის დაკავების დღეს მაესტრომ პრიორიტეტი ისეთ თემებს მიანიჭა, როგორიც იყო პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გეგმები და ლევან ვასაძის მხარდაჭერა დეპუტატ სოსოს ჯაჭვლიანისადმი ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ.
  •         მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ ყველაზე მეტადGDS-ის საინფორმაციო გამოშვება 20:30 ტოვებდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ თემებს, რაც ერთი მხრივ, ინფორმაციისთვის განკუთვნილი ქრონომეტრაჟის სიმცირეს შეიძლება უკავშირდება, მეორე მხრივ სარედაქციო პოლიტიკას გამოხატავს. ყველაზე ნაკლები თემა კი რუსთავი 2 საინფორმაციო გამოშვებებში იყო გამოტოვებული, ტაბულას მიერ გამოტოვებულ თემებში ხელისუფლების ზოგიერთი აქტივობა მოხვდა.
  •         GDS-ის მიერ მომზადებული მასალები მიმდინარე მოვლენებსა და დღის ახალ ამბებზე მეტად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდის საქმეების გამოძიებაზეა ფოკუსირებული. ხშირად 20/30-ში ასეთი თემები პირველ სიუჟეტად არის გამოტანილი,  მიმდინარე საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების გამოტოვების ხარჯზე. მაგალითად, იმ დღეს, როცა რუსთავი 2-მა, იმედმა და ტაბულამ 7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის ინტერესთა კონფლიქტის თემა გააშუქეს, 20/30-მა პირველ თემად მაგნატის საქმის გამოძიება შესთავაზა მაყურებელს; 5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართული აქციის დღეს კი  პირველ თემად კორტების საქმის გამოძიება და ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა გააშუქა, ხოლო თავად საპროტესტო აქცია 20/30-ის ეთერში არ მოხვდა. 8 ოქტომბერს  სხვა არხებისგან განსხვავებით, დედაქალაქის ცენტრში  სროლის ფაქტი 20/30-ს არ გაუშუქებია და პირველ წამყვან თემად კომპანია "იმედი ელის" საკუთრების საკითხის გამოძიება შეარჩია.
  •         GDS-ის მსგავსად იყო შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ თემად არა დღის ახალი ამბავი, არამედ ძველი თემატიკა მოხვდა. მაგალითად,5 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის დღეს, "მოამბის" საღამოს გამოშვება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის მამის საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომ  საქართველოში დაბრუნების და მისი სამომავლო გეგმების შესახებ  თემით დაიწყო, რასაც რედაქციამ 2 სიუჟეტი მიუძღვნა.
  •         თუ GDS-ის სარედაქციო პოლიტიკა წინა ხელისუფლების საქმეებზეა ფოკუსირებული, რუსთავი 2 და ტაბულა მოქმედი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მასალებს აშუქებენ მეტად. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებები ხელისუფლებისადმი მეტწილად რუსთავი 2-ის პრაიმ ტაიმის საინფორმაციოში გადიოდა, ნაწილობრივ იმედის. ამავე დროს რუსთავი 2  ხელისუფლების სხვადასხვა აქტივობებსაც სისტემატურად აშუქებდა, თუმცა პრიორიტეტს კრიტიკულ თემებს ანიჭებდა. სხვა არხების ეთერში ან არ ხვდებოდა ან შედარებით მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების კრიტიკული შეფასებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. კრიტიკული თემებიდან რუსთავი 2-მა მაყურებელს ისეთი მასალები შესთავაზა, როგორიც იყო ფარული ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ ე.წ. "ნარუშილოვკებით" (შსს-ს სპეციალური საშვებით) სარგებლობის შესახებ;ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული საეჭვო გარემოებები; მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ 2 წლის დაგვიანებით დაწყებული გამოძიება; სიუჟეტი აშშ-ს ტერორისტთა სიაში ახმედ ჩატაევის მოხვედრის  შესახებ, რომელიც ქართულმა სასამართლომ 2012 წელს გაათავისუფლა.
  •         ცალკეულ პირებთან და ინსტიტუტებთან დაკავშირებული კრიტიკული სიუჟეტები პრემიებზე, კორუფციასა თუ ქონებასთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე მაესტროსა და იმედის ეთერშიც ხვდებოდა" - ნათქვამია MDF-ის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^