Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტის შესწავლა დაიწყო

26 ნოემბერი, 2015 12:01

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტის შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატის განცხდებით, ომბუდსმენი გმობს 2015 წლის 23 ნოემბერს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის დაზიანების ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების მიზნით.

„ამასთან, გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმის გამორკვევაზე, ხომ არ იყო აღნიშნული დანაშაული ჩადენილი რელიგიური სიძულვილის მოტივით. სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაში წერია, გავრცელებული ინფორმაციით, 23 ნოემბერს თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 ტყვია ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია შენობის კედლები და ჩამსხვრეულია შუშები. იეჰოვას მოწმეები აღნიშნული შენობის დაზიანების წარსულში მომხდარ სხვა ფაქტებზეც მიუთითებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) დაიწყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^