შსს-ის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ბანგლადეშის რესპუბლიკის 9 და თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავა.
უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები N2 სასაზღვრო სექტორის (ვალე) დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).